თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო

საქართველო, თბილისი - 15:34 | 12.12.2018
ნანახია: 1283

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო.

არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ, რითაც, მათივე თქმით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ შემდეგი შემადგენლობით, მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა, სექსუალურ შევიწროებაზე პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების განხორციელების შესახებ, რითაც, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე. განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა", - აღნიშნავენ PHR-ში, რომლის იურისტებიც სასამართლოში სამხარაძის ინტერესებს იცავდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე