ხელისუფლების განცხადებით სტრასბურგში სროლის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 14 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:41 | 12.12.2018
ნანახია: 732

ბოლო მონაცემებით სტრასბურგში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. ამის შესახებ „ტვიტერში“ გრანდ-ესტის რეგიონის პრეფექტი წერს.

პრეფექტურის განცხადებით, ცხრა დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი დაღუპულისა და 13 დაჭრილის შესახებ.

პრეფექტურისვე ცნობით, სტრასბურგში ოთხშაბათს აკრძალულია დემონსტრაციების გამართვა, დახურულია კულტურისა და სპორტის ობიექტები, მუზეუმები და სპორტული დარბაზები. ამასთან სკოლები, ლიცეუმები და კოლეჯები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.  

სტრასბურგში სროლა გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობაზე მოხდა. მსროლელის ვინაობა დადგენილია. საფრანგეთის შს მინისტრის კრისტოფ კასტანერას თქმით, საუბარია ადამიანზე, რომელიც მანამდე საფრანგეთსა და გერმანიაში პასუხისგებაში რამდენჯერმე იყო მიცემული.

საფრანგეთის შს სამინისტროს წარმომადგენლის ლორან ნუნიესის განცხადებით, დამნაშავის დაკავების ოპერაციის დროს დაპატიმრებულია ხუთი ადამიანი, მისივე თქმით, თვითონ მსროლელმა შესაძლოა საფრანგეთი უკვე დატოვა და გერმანიაში მიემართება, პოლიცია დამნაშავის ძებნის ოპერაციას განაგრძობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე