ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 11:53 | 12.12.2018
ნანახია: 1537

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის შესახებ სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას the Variety ავრცელებს

სერიალის სიუჟეტი 2015 წელს გამოცემულ წიგნს "Audrey at Home"-ს დაეფუძნება.

სერიალს, რომელშიც ნაჩვენები იქნება ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებისა და კარიერის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი, სატელევიზიო შოუს "ახალგაზრდა პაპის" შემქმნელები გადაიღებენ.

ოსკაროსანი მსახიობი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო აღიარებული. მისი შემოქმედების მთავარ კინოროლად "რომაული არდადეგებიდან" პრინცესა ანას როლი ითვლება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე