ქალთა შრომის უფლებების მხრივ სერიოზული გამოწვევები გვაქვს - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 16:54 | 11.12.2018
ნანახია: 694

ქალთა შრომის უფლებების მხრივ სერიოზული გამოწვევები გვაქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კონფერენციაზე: „ქალი, შრომა, უფლებები“ განაცხადა

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს შრომის ანაზღაურების კუთხით კერძო სექტორში, რადგან, მისივე თქმით, როგორც კვლევები აჩვენებს, სერიოზული განსხვავებაა კერძო სექტორში იგივე სამუშაოზე ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის.

„ვფიქრობთ, მეტად უნდა ვიზრუნოთ დედებზე, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და მუშაობენ. მათი დაცვის გარანტიები აუცილებლად უნდა გავზარდოთ, რათა ოჯახი იყოს ძლიერი და ქალთა უფლებები დაცული. ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს შრომის ანაზღაურების კუთხით კერძო სექტორში, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, სერიოზული განსხვავებაა კერძო სექტორში იგივე სამუშაოზე ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის“, – განაცხადა კილაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივისა თუ პროექტის მეშვეობით, შრომითი უფლებების კუთხით თანასწორობის უზრუნველყოფა მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე