ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 11.12.2018
ნანახია: 1053

ავსტრალიის მთავრობამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

ამასთან, კანბერა იერუსალიმში თავის საელჩოს არ გადაიტანს და იქ მხოლოდ საკონსულოს გახსნის.

ავსტრალიის მთავრობის განმარტებით, საელჩოს გადატანა მას 200 მლნ დოლარი დაუჯდებოდა, რაზეც უარი თქვა.

ამ მომენტისთვის იერუსალიმში მოქმედებს აშშ-სა და გვატემალის საელჩოები, პარაგვაიმ, რომელმაც საელჩო იერუსალიმში გადაიტანა, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ თელ-ავივში დააბრუნა. ნოემბერში იერუსალიმში გაიხსნა ჩეხური სახლი, თუმცა ჩეხეთი არ აპირებს ევროკავშირის პოლიტიკას შეეწინაღმდეგოს და საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს.

იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ განცხადება ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმაც განაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე