მონაზვნებმა სკოლიდან მოპარული ნახევარი მლნ დოლარი კაზინოში დახარჯეს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 11.12.2018
ნანახია: 795

სამხრეთ კალიფორნიაში წმინდა ჯეიმსის კათოლიკური სკოლის ორმა მონაზონმა დაწესებულებიდან ფული მოიპარა და ლას-ვეგასის კაზინოში სათამაშოდ და მოგზაურობისთვის დახარჯა.

მედიის მონაცემებით, ქალები კარგი მეგობრები იყვნენ და კათოლიკურ სკოლაში მუშაობდნენ, ერთ-ერთ მათგანი სკოლის დირექტორი იყო, მეორე კი დაწყებითი კლასების მასწავლებელი. წელს ისინი პენსიაზე გავიდნენ.

სავარაუდოდ, მონაზვნებმა კაზინოში ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯეს. გამოძიება დანაშაულის გარემოებებს სწავლობს.

მედიისვე ცნობით, მონაზვნები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სკოლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას აპირებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე