1 დაღუპული და 4 დაშავებული - ავტოავარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

საქართველო, თბილისი - 14:21 | 11.12.2018
ნანახია: 740

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 267-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე