პრეზიდენტი მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 11.12.2018
ნანახია: 624

როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ისევე, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა გიორგი მარგველაშვილ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რაზეც უნდა დაშენდეს ძალაუფლებების ცივილიზებულად გადაბარების ტრადიცია და კულტურა.

„რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, მან მოწვევა მიიღო. პროტოკოლის სამსახური მუშაობს კონკრეტულ საკითხებზე და როცა ეს დეტალები გადაწყდება, ამის შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტის დასწრებისა და კონკრეტული ფუნქციის შესახებ. როგორც ხედავთ, პრეზიდენტი ისევე, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში, მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი გემოვნებით, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პროტოკოლებს შორის მიმდინარე მუშაობა, იმედია, იქნება კონსტრუქციული და სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მივლენ. იმედია, ორივე მხარე სასარგებლო ინფორმაციამდე მივა და ამის შემდეგ იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განწყობა მუდმივად იყო და ახლაც არის, რომ ისე მოიქცეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მაღალი პასუხისმგებლობა ავალდებულებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მიმდინარეობს მსჯელობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებზე კონსტრუქციული შეთანხმება მოხდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე