სააკაშვილი, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 12:54 | 11.12.2018
ნანახია: 541

ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით.

„ძალიან დასანანია, რომ ეს ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და თავს უფლებას აძლევს, ასეთი ენით ისაუბროს. საერთოდ, რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ახლა, როდესაც უკრაინიდანაც გამოაძევეს, ცდილობს, რომ კვლავ დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ასეთი სიძულვილით, დამოურჩილებლობისკენ და რევოლუციისკენ მოწოდებებით, მხოლოდ მატროსოვის ციხეში მოხვდება, სადაც უკვე უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი მომსახურების არედან გასულია და ეს კაცი დასაჭერია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაპირისპირება, გახლეჩა, კვლავ სიძულვილი, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს და მივიღებთ დანგრეულ ქვეყანას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე