დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მანქანა დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 11.12.2018
ნანახია: 707

თბილისში, დიდუბის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, HONDA-ს მარკის ავტომობილმა ექვსი მანქანა დააზიანა.

მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ის გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.

ავტომობილი სავარაუდოდ, მძღოლს არ ეკუთვნოდა. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე