სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება - ანზორ ჩუბინიძე

საქართველო, თბილისი - 12:45 | 11.12.2018
ნანახია: 595

სალომე ზურაბიშვილის დაცვა რაოდენობრივად და ხარისხობრივად შემცირდება, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, როცა საჭიროება არ არის, დაცვის ხარისხის კლება ხდება.

„დაცვა სხვადასხვა კატეგორიებს მოიცავს, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე