მერკელმა პუტინს დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება სთხოვა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 11.12.2018
ნანახია: 741

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის ლიდერს ქერჩის სრუტეში დატყვევებული 24 უკრაინელი მეზღვარის გათავისუფლება სთხოვა.

მერკელმა ასევე აღნიშნა ზომების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება ქერჩის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გერმანიის მთავრობის იფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პრობლემაც. იუწყება Deutsche Welle.

ვალდიმირ პუტინმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი 10 დეკემბერს გამართეს, რომლის დროსაც განიხილებოდა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი, საუბარი ასევე შეეხო მცირე და საშუალო მანძილზე რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების თემას და სირიაში შექმნილ სიტუაციას.

უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება ვალდიმირ პუტინს გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმაც სთხოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე