პრეზიდენტის ინაუგურაციას რამდენიმე ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან

საქართველო, თბილისი - 11:40 | 11.12.2018
ნანახია: 564

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რამდენიმე ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტუმრებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.

„თუ რაიმე დაემატება, აუცილებლად შეიტყობთ. უშუალოდ პრეზიდენტებზე მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება მაღალი დონის დელეგაციებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან დადასტურება გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარეების, მათი მოადგილეებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თოთლაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემებერს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე