ფრანგების უმეტესობა ემანუელ მაკრონის დაპირებებით კმაყოფილია

საქართველო, თბილისი - 11:05 | 11.12.2018
ნანახია: 805

საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირებებით კმაყოფილია, რომელიც მან ნაციის მიმართ ტელემიმართვაში 10 დეკემბერს გააჟღერა. პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გამოაცხადა. ფრანგების უმეტესობა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტის მომხრეა. კომპანია OpinionWay-ის გამოკითხვის შედეგები ტელეკომპანია LCI-მა გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა 78 პროცენტი გადასახადების შემცირებას მიესალმება, 68 პროცენტი კი მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფრანგების 54% „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის შეწყვეტას ემხრობა, 45% კი მის გაგრძელებას უჭერს მხარს. აღნიშნულია, რომ მოძრაობის მხარდაჭერის დონე არ შეცვლილა და ისევ 66%-ია.

ამასთან,რესპოდენტთა 50%-მა პრეზიდენტის გამოსვლა არადამაჯერებლად მიიჩნია, 49%-ს კი მაკრონის სიტყვების სჯერა.

გამოკითხვა საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის დამთავრებისთანავე ჩატარდა.

ემანუელ მაკრონმა ფრანგ ხალხს გუშინ მიმართა და იმ გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე მიიღო. კერძოდ, მაკრონმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება, დაწესდება საგადასახადო შეღავათები, ასევე გაუქმდება გადასახადები იმ პენსიონერებისთვის, რომელთა პენსიაც თვეში 2 ათას ევროზე დაბალია. საფრანგეთის ლიდრმა ასევე დაგმო პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა, რომელსაც ადგილი საპროტესტო აქცეიბის დროს ჰქონდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე