სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 11.12.2018
ნანახია: 597

საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

ამავე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე