Queen-ის კომპოზიცია მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:14 | 11.12.2018
ნანახია: 1492

ჯგუფ Queen-ის კომპოზიცია Bohemian Rhapsody სტრიმინგ-სერვისებზე მეოცე საუკუნის ყველაზე პოპულარულ სიმღერად დასახელდა. ამის შესახებ Universal Music Group-ი Twitter-ში წერს.

მედიაჰოლდინგის ვერსიით, კომპოზიციას 1,5 მლრდ -ჯერ მოუსმინეს.

Bohemian Rhapsody ბრიტანული ჯგუფის ლიდერმა ფრედი მერკურიმ 1975 წელს დაწერა. სიმღერა გამოირჩევა უჩვეულო მუსიკალური ფორმით და ოთხი სხვადასხვა სტილით: ა-კაპელით, ბალადით, ოპერითა და როკით. Billboard-ის ვერსიით, მუსიკალური ნაწარმოები სამჯერ შევიდა Hot 100-ში - 1975, 1992 და 2018 წლებში.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე