ივანიშვილმა ქართველი ერის ნების იგნორირებით, უნდა დაასკუპოს, თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:42 | 11.12.2018
ნანახია: 1066

 რა უნდა ვაღიაროთ, მოღალატე, წარმოუდგენელი საოცრება... ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით, უნდა დაასკუპოს, თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც არ უნდა იყოს რეზიდენცია? საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს, ის, რაც არის ანტიქართულობის სიმბოლო? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ში განაცხადა.

„პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. და ეს ყველამ ვიცით. რა ვქნათ ახლა -  ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და “გავაპრავოთ” მოპარვა? ამიტომ, როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ, თურმე, მათ შორის, ფორმალურად ჩვენი თანამებრძოლები, ახლა რაღა აზრი აქვს, ვაღიაროთ.... რა უნდა ვაღიარიოთ! რა უნდა ვაღიაროთ, ხალხს “აახიეს” ქვეყანა? რა უნდა ვაღიაროთ, მოღალატე, წარმოუდგენელი საოცრება... ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით, უნდა დაასკუპოს, თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც არ უნდა იყოს რეზიდენცია? საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს, ის, რაც არის ანტიქართულობის სიმბოლო? დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, ამ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის. რა თქმა უნდა, ამ სასამართლოების იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში, პირველივე პროკურორი აღძრავს საქმეს, ყველანაირი თემა იქნება ამოწეული და გაყალბებული არჩევნების შედეგები იქნება მთლიანად ბათილად ცნობილი. იმ ქალს ისევე გამოაბრძანებენ, იმ თოჯინას, რომ გამოაცხადა რომ მემკვიდრეობით  ერგო რეზიდენცია წინაპრებისგან, როგორც ყველა სხვა გამყალბებლებს. ამაზე ნუ ნერვიულობთ“, - თქვა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე