ტერეზა მეიმ Brexit-ის შესახებ კენჭისყრა გადადო - მედია

საქართველო, თბილისი - 16:38 | 10.12.2018
ნანახია: 639

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტის კენჭისყრა  Brexit-ის შესახებ გადადო.

სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, პრემიერ მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფება „გამანადგურებელი მარცხის“ გზაზე.

ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal),რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე