ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო მოწინავე ქვეყანაა, მაგრამ ხშირად გამოწვევების წინაშე დგას - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 10.12.2018
ნანახია: 629

ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო ერთის მხრივ მოწინავე ქვეყანაა, მაგალითად სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში, მაგრამ ხშირად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებო საკითხია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს.

„ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო ერთის მხრივ მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში. მაგრამ ხშირად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებო საკითხია.

საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ასევე ველოდებით იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მონიტორინგის და სტანდარტების დაცვის სისტემა ბოლომდე დაცული იქნება და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე