დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 16:09 | 10.12.2018
ნანახია: 693

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

მათივე ცნობით, გზის გადაკეტვა საახალხლო განათებების მონტაჟს უკავშირდება.

"დედაქალაქში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე