ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს, ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 10.12.2018
ნანახია: 979

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს,  ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამავე საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს კი, რომელსაც დანაშაულის დაფარვა ედებოდა ბრალად, სასამართლომ ორი წელი მიუსაჯა.

პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თამარ გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე