ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მისი ადგილი გუნდში ვერ იქნება - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:23 | 10.12.2018
ნანახია: 623

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მათი ადგილი გუნდში ვერ იქნება.

„ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისგან როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული. ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ყველა მიმართულებით. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას. ეს ციფრი, თავისთავად, მოითხოვს ძალიან ეფექტურ მენეჯმენტს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შევძლოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე