სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას კახა კალაძე სისულელეს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 10.12.2018
ნანახია: 637

სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება.

„კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ ამ სისულელეზე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება”,- განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, როცა სამთავრობო ცვლილებების საჭიროება დადგება, საზოგადოებისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.

„როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის”,- დასძინა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე