მამუკა ბახტაძემ შესაბამის უწყებებს პურის გაძვირების მიზეზების შესწავლა დაავალა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 10.12.2018
ნანახია: 640

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში პურის გაძვირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით.

"არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“- აღნიშნა ბახტაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე