ქირურგმა ანესთეზიოლოგი ოპერაციის დროს ქირურგიული იარაღით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 10.12.2018
ნანახია: 713

ქირურგმა და ექიმ-ანესთეზიოლოგმა საოპერაციოში ოპერაციის დროს იჩხუბეს. ინციდენტი ეგვიპტეში ელ მანუფიას პროვინციაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქირურგმა-გინეკოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, რომლებიც საკეისრო კვეთას ატარებდნენ, მიღებული საოპერაციო წესების გამო იჩხუბეს.

ანესთეზიოლოგმა საავადმყოფოში შემდეგ ოპერაციაზე მუშაობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ქირურგი კოლეგას მახვილწვერიანი ქირურგიული იარაღით თავს დასეხა და ჭრილობები მიაყენა.

პოლიცია კონფლიტქში დროულად ჩაერთო. ორივე ექიმი პროკურატურის წინაშე წარსდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე