ამ მძიმე ფონზე, როდესაც გარდაიცვალა ადამიანი, საჭიროა მიუკერძოებელი შეფასება - ეკა ბესელია ია კერზაიას საქმეზე

საქართველო, თბილისი - 14:03 | 10.12.2018
ნანახია: 627

საჭირო არის ობიექტური შეფასება, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს

„ვფიქრობ, რომ კომიტეტი სამინისტროსთან ერთად ყველა გარემოებაზე იმსჯელებს, ყველა საკითხს გულდასმით ჩაჰყვება და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მძიმე ფონზე, როდესაც გარდაიცვალა ადამიანი, საჭირო არის ობიექტური შეფასება, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გუშინ გარდაიცვალა.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლა არჩევნებს უკავშირდებოდა.

კერზაია აბობდა, რომ რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე