ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში საუდის არაბეთი თურქეთისთვის თავისი მოქალაქეების გადაცემას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 13:46 | 10.12.2018
ნანახია: 586

საუდის არაბეთი თურქეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში თავის მოქალაქეებს არ გადასცემს. ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ ჯუბეირმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თურქეთის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბენ სალმან ალ საიდის ორი დაახლოებული პირის - დაზვერვის სამსახურის ყოფილი მოადგილის აჰმედ ას ასირისა და კრონპრინცის ყოფილი მრჩევლის საუდ ალ ქაჰთამის დაპატიმრების შესახებ.

 

მანამდე საუდის არაბეთის მეფემ ისინი ხაშოგის საქმის გამო თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

მინისტრის თქმით, საუდის არაბეთმა თურქეთს ხაშოგის საქმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოსთხოვა. „ჩვენ სიმართლის დადგენა გვსურს იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა ხაშოგის და არ ვაპირებთ რაიმეს დამალვას ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ალ ჯუბეირმა.

თურქეთი  კი თავის მხრივ მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში ჟურანალისტ ჯამალ ხაშოგის საქმე განსახილველად საერთაშორისო ინსტანციებს გადასცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა განუცხადა.

 „ჩვენ ჩავატარეთ, როგორვ ტექნიკური, ისე იურიდიული მზადება. ასე რომ შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საქმე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებს გადაეცემა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ერ-რიადმა უნდა იმოქმედოს კონსტრუქციულად, თუმცა ანკარა მისი მხრიდან ასეთ ქმედებას ვერ ხედავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე