ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან, ველოდებით დადასტურებას - ლაშა ჟვანია

საქართველო, თბილისი - 13:07 | 10.12.2018
ნანახია: 569

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან, - ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია არსებობს.

„სტუმრების სიას რაც შეეხება, აქ არის საუბარი დადასტურებებზე. დღის ბოლომდე ველოდებით საბოლოო დადასტურებას“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას. მისივე განცხადებით, პროტოკოლით განსაზღვრულია მთაწმინდის პანთეონის მონახულება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე