ბრიტანელი მილიონერის გაუჩინარებული ქალიშვილი, ახალ ზელანდიაში მოკლული იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 10.12.2018
ნანახია: 609

ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილის გრეისი მილანის ცხედარი ახალ ზელანდიაში იპოვეს. გოგონა მოსფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს დაიკარგა.

მისი ცხედარი ოკლენდში, გაუჩინარებიდან ერთი კვირის შემდეგ ბუჩქებში იპოვს. გამოძიების განცხადებით, მკვლელმა გოგონას ცხედარი დაქირავებული ავტომობილით გადაიტანა. სამართალდამცველებმა 26 წლის მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

პოლიციის თანახმად, მამაკაცი იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც მილანი იყო გაჩერებული. დანაშაულის მოტივები დგინდება.

ბოლოს გოგონა სასტუმროი CityLife-ში დაინახეს, მამამისის თქმით, გრეისი ყოველდღე კონტაქტობდა მასთან, მაგრამ მოულოდნელდ გაუჩინარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე