7 დაჭრილი, მათ შორის 1 ორსული - ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 10.12.2018
ნანახია: 573

ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს გამვლელი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორსული, რომელიც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მას, ბავშვის გადარჩენის მიზნით, სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. შემთხვევა იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ოფრას დასახლების გასასვლელთან მოხდა.  

ისრაელელი სამრთალდამცველები ტერორისტებს პალესტინელების სოფლებში ეძებენ.

 „ვერ დავმშვიდდებით, ვიდრე თავდამსხმელებს არ დავაკავებთ და ჩადენილი ქმედებისთვის პასუხს არ ვაგებინებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ჩაწერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე