არეულობები საფრანგეთში - ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს მიმართავს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 10:37 | 10.12.2018
ნანახია: 645

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს მოქალაქეებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიმართავს.

ტელემიმართვა 20:00 საათზეა (თბილისის დროით 23:00) დაგეგმილი. საფრანგეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მეთაური გეგმავს რიგი ზომების შესახებ გამოაცხადოს, რომლებიც ძალში დაუყოვნებლივ შევა. ეს ზომები მიმართული იქნება ფინანსური და სხვა პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებსაც დემონსტრანტები აპროტესტებენ.

საფრანგეთში ერთი თვეა უკვე ყოველ შაბათს ანტისამთვარობი გამოსვლები მიმდინარეობს, რომელიც მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ არის ორგანიზებული.

თავდაპირველად ბენზინზე გადასახდების გაზრდას ავტომობილის მძღოლები აპროტესტებდნენ, თუმცა დემონსტრანტების მოთხოვნები გაფართოვდა. მაკრონმა უკვე განაცხადა, რომ საწვავზე გადასახდები აღარ გაიზრდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად 8 დეკემბერს პარიზსა და სხვა ქალაქებში „ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური აქციები გაიმართა, რომელიც არეულობებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

 

Последствия протестов в Париже - фото 1 из 6

Последствия протестов в Париже

Последствия протестов в Париже - фото 3 из 6

Последствия протестов в Париже

Последствия протестов в Париже

Последствия протестов в Париже

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე