ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 07.12.2018
ნანახია: 753

ლიეტუვამ აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ დააწესეს, თუმცა ჩვენ ჩვენი სანქციები შემოვიღეთ ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის მიმართ პროტესტის ნიშნად“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ადვილი არ არის იყო პირველი მათ შორის, ვინც სანქციებს აწესებს.

 „მაგალითად, ჩვენ ვიღებთ მუქარებს რუსეთისგან, კერძოდ კი ჩემი მინისტრები, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ასეთი მუქარა“, - აღნიშნა მან. გრიბაუსკაიტეს არ განუმარტავს, თუ რა სახის სანქციებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. დღემდე დატყვევებულია 23 უკარინელი მეზღვაური. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე