დასანანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 07.12.2018
ნანახია: 798

დასანანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, 16 დეკემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, თელავში აქცია გამართოს.

მისი თქმით, ისინი კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობენ თავიანთ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ.

"დასანანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას და კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობენ თავიანთ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას, ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე