ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 16:07 | 07.12.2018
ნანახია: 778

ვფიქრობ, ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს ან ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის გასამართად თელავიც განიხილება.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ყოველთვის იყო მიმართული დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ვოლსი ამბობს, რომ არც შინაარსობრივი და არც ორგანიზებული თვალსაზრისით არ არის ადეკვატური.

„მიმაჩნია, რომ ერთადერთი მიზანი ოპოზიციისა არის ხმაურის შექმნა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში საკონსტიტუციო ნორმების განხილვისას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე