გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ანგელა მერკელის შემცვლელს აირჩევენ

საქართველო, თბილისი - 14:32 | 07.12.2018
ნანახია: 864

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სხდომაზე დღეს ანგელა მერკელის შემცვლელს აირჩევენ. სხდომა თავმჯდომარის რანგში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკნასკნელად გახსნა. სხდომას 1001 დელეგატი ესწრება. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ჩატარდება. პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა დასჭირდება.

თუ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლნდება, გაიმართება მეორე ტური.

მერკელმა, რომელიც გერმანიის მთავრობას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ 2021 წელს კანცლერის პოსტზე კენჭს აღარ იყრიდა. ასევე განაცხადა, რომ არ აპირებდა ბუნდესტაგში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატურას არ დააყენებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე