თინა ბოკუჩავას თქმით, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 07.12.2018
ნანახია: 1041

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.

„ეს არის ფართო პოლიტიკური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია გრიგოლ ვაშაძის გარშემო. გადაწყვეტილება ასეთ ფორმატში მიიღება. აქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, შევარჩევთ ისეთ ადგილსა და ფორმატს, რომელიც ყველაზე ეფექტური და სწორი იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, განიხილება ყველა ფორმატი, რომ ხელისუფლების მიმართ მათი გზავნილი იყოს ეფექტურად გაჟღერებული.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე