რადიკალები ცდილობენ „ყვითელი ჟილეტები“ საფრანგეთის ხელისუფლების დასამხობად გამოიყენონ - ბენჟამენ გრივო

საქართველო, თბილისი - 13:15 | 07.12.2018
ნანახია: 749

რადიკალური ელემენტები ცდილობენ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ საფრანგეთის ხელისუფლების დამხობის ინსტრუმენტად გამოიყენონ, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჟამენ გრივომ განაცხადა.

ბენზინზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. მასობრივი პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში და არეულობებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს მაღაზიები, ბანკები, დაწვეს ავტომობილები.

აქციების დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი, ასობით კი დაშავდა. 8 დეკემბრისთვის მომიტინგეებს ახალი მანიფესტაციები აქვთ დაგეგმილი.

 „ნათელია, რომ ეს ორგანიზებულია. პოლიტიზირებული და რადიკალური ელემენტები ცდილობენ ეს მოძრაობა თავიანთ ინსტრუმენტად გამოიყენონ. მათ სურთ ხელისუფელბის დამხობა“, - განუცხადა გრივომ გამოცემა Parisien-ს.

მისი თქმით, სპეცსამსახურებისთვის ცნობილია, რომ პარიზის აქციების დროს შესაძლოა გავრცელდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ნამდვილ  დემონსტრანტებს ურჩია თავი შეიკავომ პარიზში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობისგან.

 „ვიცით, რომ შესაძლოა იარაღი გავრცელდეს...  დაუშვებელია, რომ ნამდვილი „ყვითელ ჟილეტები“ ცოცხალ ფარად იქცნენ. ისინი, ვინც ამ აქციებზე იქნება, წესრიგის დამცველებს დაკავების საშუალებას არ მისცემენ,. ამიტომ ყველს პასუხიმსგებლობისკენ მოვუწოდებთ. ეს ჩემი რჩევაა - არ მივიდნენ საპროტესტო აქციებზე პარიზში“, - აღნიშნა გრივომ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე