ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 07.12.2018
ნანახია: 1028

საკრებულოს ყოფილმა წევრმა, დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა შექმნა.

მისი თქმით, აუცილებელია, ყველა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ არსებული პრობლემები მხოლოდ მათი ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს.

მისი განმარტებით, მოძრაობის წევრთა რიგებში მიიღებს ყველა მსურველს, ვინც მხოლოდ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

„ადამიანი უნდა იყოს კვალიფიციური და პროფესიონალი თავისი საქმის და მეორე, ჩვენ ვეძებთ ჩვენ გარშემო კეთილსინდისიერ ადამიანებს. ეს ორად ორი კრიტერიუმია აუცილებელი.

მგონი ყველამ გავიაზრეთ, რომ მესიები არ არსებობენ, არ არსებობენ კეთილი მდიდარი ადამიანები, რომლებიც ჩვენ მაგივრად მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე