გორში 480 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:15 | 09.12.2015
ნანახია: 1578

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  გორში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

გორში, მოსკოვის ქუჩაზე,  8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ჩადეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგიშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, გორში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრება.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტრანსმშენი“ ახორციელებს.  სატენდერო ღირებულებამ  21 980 900 ლარი შეადგინა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე