გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად, შესაძლოა, ჰიზერ ნოიერტი დაინიშნოს - მედია

საქართველო, თბილისი - 11:11 | 07.12.2018
ნანახია: 810

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის დანიშვნა გადაწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თავის წყაროზე დაყრდნობთ იუწყება.

თეთრი სახლის პრეს-სამსახურში და სახელმწიფო დეპარტამენტში ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ის, რომ ტრამპი გაეროში მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ნოიერტის კანდიდატურას განიხილავდა, მანამდე გამოცემა Politico წერდა.

აღნიშნულია, რომ ნოიერტს თეთრ სახლში განიხილავენ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთგულ მცველად.

პოსტი ვაკანტური წლის ბოლოსთვის გახდება, როდესაც მას მოქმედი მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი დატოვებს.

მას შედეგ, რაც ტრამპი გაეროში მუდმივ წარმომადგენელს დანიშნავს, კანდიდატურას აშშ-ის სენატი დაამტკიცებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე