ჯორჯ ბუში-უფროსი ტეხასში დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 07.12.2018
ნანახია: 657

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში - უფროსი ტეხასში დაკრძალეს.

ამერიკის 41-ე პრეზიდენტის ნეშტი მიწას სამხედრო პატივით ქალაქ კოლეჯ-სტეიშნში ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მიაბარეს.

ბუში თავისი მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, რომელიც 1953 წელს სამი წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.

ჯორჯი ბუში 30 ნოემბერს ჰიუსტონში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პრეზიდენტის პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე