კევინ ჰართმა „ოსკარის“ პრემიის დაჯილდოების ცერემონიის წაყვანზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 07.12.2018
ნანახია: 1220

კომიკოსმა მსახიობმა კევინ ჰართმა „ოსკარის“ პრემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონიის  წაყვანზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის კინოაკადემიამ განაცხადა, რომ ჰართი „ოსკარის“ პრემიის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი იქნებოდა, რომელიც 2019 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს. ჰართმა კი Instagram-ზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ ის ცერემონიის წამყვანად აირჩიეს. თუმცა დღეს ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

 „გადავწყვიტე  უარი ვთქვა“‘ოსკარის“ წამყვანის როლზე... რადგან არ მინდა ყურადღება მივიპყრო იმ ღამეს, რომელიც უამრავმა საოცარმა და ნიჭიერმა მსახიობმა უნდა იზეიმოს. გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ლგბტ საზოგადოებას, წარსულში ჩემი სასტიკი გამონათქვამების გამო“, - წერს მსახიობი.

 „ვწუხვვარ, რომ ადამიანებს ტკივილი მივაყენე. მე ვვითარდები და მინდა ასე გავაგრძელო. ჩემი მიზანია - ადამიანების გაერთიანება და არა მათი დაყოფა“, - განაცხადა ჰართმა და კინოაკადემიის მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოხატა. „ვიმედოვნებ, რომ ერთმანეთს ისევ შევხვდებით“, - აღნიშნა ჰართმა.

კევინ ჰართი ცნობილია როლებით ფილმებში „ძალიან საშიში კინო“, „სიკვდილი დაკრძალვაზე“, „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“, „იფიქრე, როგორც მამაკაცმა“, „ამერიკული ოჯახი“.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე