51-ე სკოლასთან, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 07.12.2018
ნანახია: 1119

ავტობუსის გაჩერებაზე, 51-ე სკოლასთან, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მამაკაცს გული აწუხებდა. გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე