მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისაგან - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 17:21 | 06.12.2018
ნანახია: 789

მოსკოვი საფრანგეთს მოუწოდებს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისაგან, არ გამოიყენოს ძალა ჟურნალისტების მიმართ და არ დაავიწყდეთ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები, რაზეც ხელი აქვთ მოწერილი და, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელოს საყოველთაოდ მიღებული ჰუმანიზმის პრიცნიპებით. ამასთანავე მოვითხოვთ პარიზისაგან შეუქმნან ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. ჟურნალისტები არ უნდა იქცნენ პოლიციისათვის ხელის შემშლელად. სწორედ ამას გვასწავლიდნენ რეგულარულად კოლეგები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან", -  თქვა მან.

ზახაროვამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხის, Russia Today-ს საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი, Russia Today International-ის ორი ჟურნალისტი და RUPTLY-ს ორი კორესპონდენტი.

შეგახსენებთ, რომ "ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე