ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის ტრენდულ ქალაქებს შორის ასახელებს
საქართველო, თბილისი - 15:53 | 06.12.2018 ნანახია: 1108ბათუმს Airbnb 2019 წლისთვის, ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს. საიტის საძიებო სისტემის, ჯავშნებისა და ვიშლისთების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორის მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის.
„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში - https://goo.gl/VTiDZm.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმზე მოთხოვნის ზრდას ქალაქის ცნობადობის გაზრდას, განხორციელებულ სარეკლამო კამპანიებსა და რეგიონში არსებულ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს უკავშირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს.
„Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებპორტალია მსოფლიოში, რომელსაც 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიტის მომხმარებლებში ბათუმი პოპულარულია. Airbnb-ს საძიებო სისტემაში ჩვენს ქალაქზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების შედეგია. როცა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქტიური ონლაინ რეკლამა მიმდინარეობს სოციალურ მედიასა და ძირითად ონლაინ არხებზე ბუნებრივია, მსგავსი შედეგები დგება. წელს, ბათუმი ასევე, იყო დასახელებული ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თავის მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს 2019 წლის საინტერესო ტურისტული მიმართულებების შესახებ. ამ ჩამონათვალში ბათუმის მოხვედრა ბუნებრივია ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ზოგადად, რეგიონში ტურისტების მატებას“. განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა