დასახელდა წლის საუკეთესო სერიალები

საქართველო, თბილისი - 15:48 | 06.12.2018
ნანახია: 1072

ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა (AFI) წლის საუკეთესო სერიალების ათეული გამოაქვეყნა.

პრემია AFI Awards-ის ჟიურიმ, რომელშიც ორგანიზაციის წევრები, კრიტიკოსები, მოქმედი მსახიობები და კინოინდუსტრიის პროფესიონალი მოღვაწეები შედიან, დაასახელა შემდეგი საუკეთესო სერიალები: „ამერიკელები“, „ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა: დანაშაულების ამერიკული ისტორია“, „ატლანტა“, „ბარი“, „სჯობს დაურეკოთ სოლს“, „კომინსკის მეთოდი“, „პოზა“, „მემკვიდრეები“, „ეს ჩვენ ვართ“ და „საოცარი მისის მეიზელი“.

კინოხელოვნების ამერიკული ინსტიტუტი 1967 წელს აშშ-ის კონემატოგრაფიის მემკვიდრეობის დაცვის მიზნით შეიქმნა. ტრადიციულად, AFI-ს მიერ დასახელებული საუკეთესო ფილმები “ოსკარის“ პრემიის პრეტენდენტთა სიაში შედის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე