ჩვენ არ გვქონია მსჯელობა ლევან იზორიას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 15:26 | 06.12.2018
ნანახია: 85

ჩვენ არ გვქონია მსჯელობა ლევან იზორიას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თავადაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პოსტიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს არ უნდა ველოდეთ.

„ჩვენ არ გვქონია მსჯელობა ლევან იზორიას ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, მნიშვნელოვან გადაადგილებებს ამ დროისთვის არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს აღნიშნული ინფორმაცია თავად იზორიამაც უარყო. მისი თქმით, მისი გადადგომა გამორიცხულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე