„პატრიოტთა ალიანსისგან“ სხვა რამეს ვისმენდით წინასაარჩევნო პერიოდში - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 06.12.2018
ნანახია: 134

უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცეებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პარლამენტის პირველმ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ უნახავს.

„თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცეებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია, ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა მოსახლეობამ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ცუდს და უარესს შორის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე