წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 09.12.2015
ნანახია: 1712

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახემწიფოებრივი მნიშვნელობის წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციადაასრულა.

აღნიშნული 8,9 კმ-იანი გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზას უერთდება და ასევე, ერთმანეთთანაკავშირებს მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებს: დიდმუღანლოს, ლეჟბადინსა და ქესალოს.

„პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონისახალი საფარი;მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები;მოეწყო: ადგილობრივ გზებთან მიერთებები,კიუვეტები, საორიენტაციო ბოძკინტები, დამცავი პარაპეტები და საგზაო ნიშნები.

სარეაბილიტაციო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი თითქმის არ იყო შემორჩენილი. გარკვეული მონაკვეთები კი ისე იყო ამორტიზებული, რომ  გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლებიმიედინებოდა.

ქვემო ქართლის აღნიშნული დასახლებული პუნქტები სასოფლო სამეურნეო პროდუქტების უხვი მოსავლით გამოირჩევა და როგორც ადგილობრივი დოვლათის გადასაზიდად, ასევე, სხვა კომუნიკაციისათვის მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული გზის ტექნიკურ მდგომარეობას“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე