გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 06.12.2018
ნანახია: 1610

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.

საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ამოღებულ ფრაგმენტებს სპეციალურ ყუთში ათავსებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.

ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე